Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კეისარ კაშიევა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1907-1908 წლებში სწავლობდა კავკასიის საზოგადოების სახვითი ხელოვნების სამხატვრო კლასში. მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებაში, რომელიც აერთიანებდა თბილისური ელიტის მუსლიმ ქალებს. მუშაობდა აფიშებზე და პლაკატებზე, აფორმებდა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოსაწვევებს და სხვ. თავის პირველ ნამუშევრებს ასრულებდა ფანქრით, აკვარელით, ტუშით და ნახშირით. კეისარ კაშიევას მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი გერმანელი მხატვრები - მიუმჰენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები ოსკარ შმერლინგი და კარლ ზუმერი. 1905-1915 წლებში შექმნა უამრავი პორტრეტი, ნახატი და პეიზაჟი. მუშაობდა ფანქრით, აკვარელით, ნახშირით. ამ პერიოდის ნაშრომებს მიეკუთვნება "ი. გოვცაროვის პორტრეტი" (1909), "მუსულმანი ინტელიგენტი" (1912), "ტბის ნაპირი" (1914), "ბაბა იაგა" (1915) და სხვ. 1918 წლის შემდეგ კეისარ კაშიევას მიერ აკვარელით და ზეთის საღებავებით შესრულებული აქვს რეალისტური მიმართულების ნახატები "დიდებული ქალი", "მოხუცი დარაჯი", "ქართველი გოგონა", "მონადირე", "მეხანძრე", "გოგოლის პორტრეტი" და სხვ. 1916 წელს იგი ცოლად გაჰყვა პოლკოვნიკ შირინ-ბეგ კესამანსკის, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაჭრილი თბილისში დაბრუნდა. 1918 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ კეისარ კაშიევა საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც ეწეოდა ქალთა საგანმანათლებლო მოღვაწეობას, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა რესპუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში. გასაბჭოების შემდეგ კეისარმა მუშაობა დაიწყო ქალთა ა. ბაირამოვის სახელობის სახვითი ხელოვნების კლასის განყოფილებაში. ამ წლებში კეისარ კაშიევა ქმნიდა ორიგინალურ ილუსტრაციებს პოპულარული ქალთა ჟურნალისათვის "შიარგ გადინი". 1938 წელს მისი მეორე მეუღლე პოლიტიკური მიზეზების გამო დააპატიმრეს და ცოლთან ერთად გადაასახლეს. 1956 წელს კეისარ კაშიევა რეაბილიტირებულ იქნა, მისი ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. წყარო: amp.ka.shops-net.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |