Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ მიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1920 წელს იყო "მსოფლიო პროლეტარიატის პროფკავშირთა" აღმასკომის პრეზიდიუმის წევრი, ამავე წელს "ბოლშევიკური" საქმიანობის გამო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან გაასახლეს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, 1921 წლიდან იყო შრომის სახალხო კომისარი, ვაჭრობის სახალხო კომისარი და საქართველოს "წითელი ჯვრის" ცენტრალური კომიტეტის წევრი. "დიდი საბჭოთა ტერორის" დროს არჩილ მიქაძე დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური მემარჯვენეთა ცენტრის" წევრობის ბრალდებით. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ 1937 წლის 11 ივლისს, არჩილ მიქაძეს დახვრეტა მიუსაჯა. 1956 წლის 22 იანვარს, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ არჩილ მიქაძე რეაბილიტირებულ იქნა. რეპრესირებული. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |