The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაისა აბრამია-მიქაძე

რაისა აბრამია-მიქაძე
ოფიციალური სახელი:რაისა აბრამია
დაბადების თარიღი:1908  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში იაკობ ნიკოლაძესთან.

იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი. სტუდენტობის წლებიდანვე მონაწილეობდა გამოფენებში. მისი ნამუშევრებია: "მიჯაჭვული ამირანი","ლადო კეცხოველის პორტრეტი". 1930-იან წლებში შექმნა მსახიობების თამარ ჭავჭავაძის, ვერიკო ანჯაფარიძის ბიუსტები და სხვ. არცერთი ნამუშევარი არ შემორჩენილა. "დიდი საბჭოთა ტერორის" დროს, მეუღლის - არჩილ მიქაძის დაპატიმრების კვალდაკვალ, 1937 წლის 20 ოქტომბერს რაისა აბრამია-მიქაძე საქართველოს სსრ შინსახკომმა დააპატიმრა, როგორც - "ხალხის მტრის" ოჯახის წევრი. 1938 წლის 7 იანვარს, საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულმა სათათბირომ რაისა აბრამია-მიქაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა "შრომა-გასწორების კოლონიაში", გადასახლებული იყო შორეულ აღმოსავლეთში, ბანაკში - პოტმაში. პატიმრობიდან გაათავისუფლეს ვადაზე ადრე, 1944 წლის 20 მაისს. რეაბილიტირებული იქნა 1955 წლის 29 ოქტომბერს საქართველს სსრ უმაღლესი სასამართლოს მიერ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად. რეპრესირებული.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი:  archive.ge


გააზიარე: