The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე სოკოლოვა-ყანდარელი

ელენე სოკოლოვა-ყანდარელი
ოფიციალური სახელი:ელენე სოკოლოვა
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1905  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იზრდებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ოჯახში. 1937 წლის 27 ოქტომბერს მეუღლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მისული ელენე სოკოლოვა-ყანდარელი პირდაპირ შინსახკომის შენობაში დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს 1937 წლის 7 ოქტომბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე ელენე სოკოლოვა-ყანდარელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო გაიმართა 1937 წლის 28 დეკემბერს. 1938 წლის 2 თებერვლიდან ელენე სოკოლოვა-ყანდარელი სასჯელს იხდიდა ყაზახეთში, ქ. აკმოლინსკის სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში (АЛЖИР -Акмолинский лагерь жён изменников родины), სადაც სასჯელის ზომა 2 წლით გაუზარდეს. პატიმრობის ბოლო წლებში გადაყვანილ იქნა ყარაგანდის ოლქში, დაბა დელინსკოეს დახურულ ზონაში, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფში, სადაც 1946 წლის 13 ნოემბრამდე სატრაქტორო პარკის აღმრიცხველად მუშაობდა. ელენე სოკოლოვა-ყანდარელი პატიმრობიდან გათავისუფლდა, საქართველოში დაბრუნდა 1947 წლის მარტში, თბილისში ცხოვრების უფლების გარეშე. 1956 წლის 6 იანვარს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალმა გადასინჯა საქმე ელენე  სოკოლოვა-ყანდარელის მსჯავრდებასთან დაკავშირებით და გააუქმა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგანგებო სათათბიროს 1937 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საქმე შეწყდა და ელენე სოკოლოვა-ყანდარელი სრულად იქნა რეაბილიტირებული. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 19 მაისის №2/1197 გადაწყვეტილებით, კონსტანტინე ყანდარელი და ელენე სოკოლოვა-ყანდარელი აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. კონსტანტინე ყანდარელის მეუღლე.

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.gefacebook.com


გააზიარე: