The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბარკანოვი

დაბადების თარიღი:1826
გარდაცვ. თარიღი:1892  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სომხური ეკლესიის ეზო, თეირანი
კატეგორია:ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

1869 წელს ვლადიმერ ბარკანოვმა და ვიქტორ ვოიუცკიმ ქუთაისში გახსნეს ფოტოსალონი. 1869 წელს "Bulletin de la Société française de photographie"-ში შესულია მისი პირველი განაცხადი წევრობაზე, თავის წერილში იგი აღნიშნავდა, რომ ცხოვრობდა  ქუთაისში და  სურათები გადაღებული აქვს ქუთაისიდან 60-70 ლიეს (300 კმ.) მანძილზე მდებარე რეგიონებში. 1870- 1875 წლებში ვლადიმერ ბარკანოვი იყო ფრანგული ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი და სიებში მოიხსენიებოდა როგორც ქუთაისელი ფოტოგრაფი. 1872 წლის გაზაფხულზე  მოსკოვში მოეწყო პოლიტექნიკური გამოფენა, სადაც მან ქუთაისიდან გააგზავნა კავკასიის ხედებისა და ტიპაჟების 163 ეგზემპლარი, გელათის მონასტერში დაცული უძველესი ქართული სახარების ფურცლების სურათების კოლექცია. 1873 წელს ვლადიმერ ბარკანოვმა ფოტოსურათების სერია გაგზავნა ვენაში მსოფლიო გამოფენაზე, სადაც ქების სიგელით დააჯილდოვეს. იმავე წელს იგი თბილისში გადავიდა და ერევნის მოედანზე ფოტოგრაფიული სახელოსნო გახსნა. მას ატელიეში ჰქონდა საუკეთესო და უახლესი ევროპული აპარატები, რაც იძლეოდა საშუალებას, რომ ნებისმიერი ფოტოგრაფიული სამუშაო მინიატურულ და ნატურალურ ზომებში ადვილად და სწრაფად შესრულებულიყო. იქვე მუშაობდა მხატვარი, რომელიც აფერადებდა პორტრეტებს ზეთის, აკვარელის და ანილინის საღებავებით. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ვლადიმერ ბარკანოვი მსახურობდა კავკასიის ფრონტზე სამხედრო კორესპონდენტად. 1880 წელს იგი უკვე დახელოვნებული ფოტოგრაფი იყო, მის მიერ გადაღებული პორტრეტები გამოირჩეოდა საოცარი მსგავსებითა და ეფექტური განათებით. ის პირადად ხელმძღვანელობდა ყველა სამუშაოს. 1881 წელს ვლადიმერ ბარკანოვს საფრანგეთში, ტულუზაში გამართულ გამოფენაზე "პროგრესის დიპლომი" მიენიჭა. ის იყო მრავალი ექსპედიციის მონაწილე, მზად იყო ჩაეტარებინა შორეული გასვლები ძნელად სატარებელი აპარატურით, აეტანა ყოველგვარი სიძნელე. გარდაიცვალა თეირანში. ვლადიმერ ბარკანოვმა დიდი წვლილი შეიტანა ეთნოგრაფიული ფოტოგრაფიის განვითარებაში. მისი ფოტოები ინახება მრავალ მუზეუმში, ასევე თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში. მათი ძირითადი ნაწილი თავმოყრილია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

წყარო: ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: photomuseum.org.ge


გააზიარე: