The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მეტრეველი

ოთარ მეტრეველი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:22 ივლისი, 2021  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ვორონეჟის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ქირურგის სპეციალობით 1977 წელს.

1977-1979წწ. მუშაობდა ქირურგად ფსკოვის ოლქის ქ. ველიკიე ლუკის კლინიკურ საავადმყოფოში; 1979 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ქუთაისში და მუშაობა განაგრძო ონკოლოგიურ ცენტრში, ქირურგად; 1981-1991წწ.  მუშაობდა ონკო-ცენტრის პოლიკლინიკის გამგედ; 1991-2011წწ. ქუთაისის ონკო-ცენტრის მთავარ ექიმად; 2000 წლის ივლისში, ოთარ მეტრეველს გადაეცა სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) სერტიფიკატი ონკოლოგიურ საქმიანობაში მიღწევებისათვის; 2000 წლის სექტემბერში მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ექიმის კვალიფიკაცია (სერტიფიცირებული); 2002 წელს გაიარა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სრული ციკლი, პროგრამით - ონკოლოგია (სერტიფიცირებული); 2007-2017წწ. აქტიურად მოღვაწეობდა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ლექტორად, ონკოლოგიის კურსის განხრით; არის 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი; მას და მის ოჯახს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კურორტ უწერას პოპულარიზაციაში. 1988 წლიდან, იგი კურატორობას უწევდა (პაციენტების კონსულტაციების, პროფესიონალური და ჰუმანიტარული დახმარების სახით) ქვემო და ზემო რაჭის მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებს, აგრეთვე კურორტ უწერის ამბულატორიას; 1989  წელს, ადგილობრივი მოსახლეობის  ჩართულობით, უწერაში  ააღორძინა წინაპრებისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული, მახუტიანთ უბანში მდებარე 280 წლის სახლი; 2014 წელს მისი ინიციატივით, უწერაში მდებარე სახლს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი; 2017 წელს მისი ჩართულობით მოხდა უწერის სახლში ველო და სასოფლო ტურიზმის ცენტრის განთავსება; მიღებული აქვს ჯილდოები: საპატიო სიგელი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის  (1996); საპატიო დიპლომი - მოსკოვის ონკოლოგიური საზოგადოების მიერ, საპატიო დიპლომით დაჯილდოება სამედიცინო დარგში, საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწეობისათვის (2007); საპატიო სიგელი - "ევექსი ჰოსპიტლების" მიერ, საპატიო სიგელით დაჯილდოება "წლის მოწინავე ექიმი" (2017); საპატიო სიგელი - იმერეთის სამედიცინო ცენტრის მიერ, საპატიო სიგელით დაჯილდოება (2020); მადლობის სიგელი - სს "ევექსი კლინიკების" მიერ გაცემული მადლობის სიგელი, მაღალი პროფესიული სამედიცინო სტანდარტების დამკვიდრებისათვის და ონკოლოგიის ცენტრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2021); ონკო-ქირურგი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი, ქუთაისის ონკო-ცენტრის დირექტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ბაღის კიდე", წევრი (2006-2021)
  • საზოგადოება "ქუთაისელი", წევრი (1998-2021)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
    ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დახმარებისათვის

გააზიარე: