შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ვეშაგურიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი (ფაცო) ვეშაგურიძე ზემო ალვანელი, წარმოშობით თუში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლი - ვერ იტანდა და ვერ ეგუებოდა იმ უსამართლობას, რაც საქართველოს თავს დაატეხეს 1921 წელს და იმას, რომ საქართველო განწირული აღმოჩნდა მსოფლიოს მიერ კომუნისტური ჭირისთვის. ის იყო ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციის - "სამანის" (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) წევრი. გიორგი ვეშაგურიძე იყო ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული მებრძოლი. დიდი ხნის დევნის შემდეგაც კი ვერ მოიხელთეს კომუნისტებმა. ამიტომ მის ოჯახზე მიიტანეს იერიში და მისი სუსტი წერტილი - ოჯახის წევრები, ახლობელი ადამიანები გამოიყენეს - უსამართლოდ დააპატიმრეს მისი მეუღლე და სამი და. მეუღლისა და დების გამოშვების სანაცვლოდ იგი მილიციას ჩაბარდა, მაგრამ ჯალათებმა სიტყვა გატეხეს, დები არ გაათავისუფლეს, ხოლო მეუღლე სამუდამოდ გადაასახლეს. გიორგი ვეშაგურიძე გასამართლების გარეშე დახვრიტეს, მას შთამომავალი არ დარჩენია. წყარო: ალვანელები: tirine.wordpress.com; საინფორმაციო პორტალი: intermedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |