The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოლია იშხნელი

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე იშხნელი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1891
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1937  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არადეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა სუმის კადეტთა კორპუსი (1910); მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი.

წარმომავლობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1913 წლიდან კავკასიის 1-ლი მსროლელი საარტილერიო დივიზიონის პოდპორუჩიკი; ამავე შენაერთის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918); ჰქონდა პორუჩიკის (1915), შტაბს-კაპიტნის (1916), კაპიტნის (1917) წოდებები; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში პოდპოლკოვნიკის ჩინით, შემდეგ ქართულ წითელ არმიაში (დივიზიონის მეთაურის თანაშემწე); მონაწილეობდა 1922-1924 წლების ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში; შემდეგ მუშაობდა სამხედრო საქმის პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937 წელს დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური" საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს. პოდპოლკოვნიკი.

წყარო: 1914-1918 წლებში დიდი ომის გმირების ხსოვნას: gwar.mil.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: