შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოლია იშხნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არადეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი. წარმომავლობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1913 წლიდან კავკასიის 1-ლი მსროლელი საარტილერიო დივიზიონის პოდპორუჩიკი; ამავე შენაერთის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918); ჰქონდა პორუჩიკის (1915), შტაბს-კაპიტნის (1916), კაპიტნის (1917) წოდებები; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში პოდპოლკოვნიკის ჩინით, შემდეგ ქართულ წითელ არმიაში (დივიზიონის მეთაურის თანაშემწე); მონაწილეობდა 1922-1924 წლების ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში; შემდეგ მუშაობდა სამხედრო საქმის პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937 წელს დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური" საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს. პოდპოლკოვნიკი. წყარო: 1914-1918 წლებში დიდი ომის გმირების ხსოვნას: gwar.mil.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |