The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ღარიბაშვილი

მანანა ღარიბაშვილი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება 1978 წელს.

სწავლის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტში – კლასიკური ფილოლოგიის კათედრასთან არსებულ "ბერძნულ-ლათინურ ბიბლიოთეკაში" რედაქტორად, პარალელურად მიწვეული იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ლათინური ენის მასწავლებლად; 1986 წლიდან მუშაობს კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე, ჯერ მასწავლებლად, შემდგომ დოცენტად; იგი კითხულობს ანტიკური ლიტერატურის ისტორიას, ასევე ასწავლის რომაელ ავტორებს (ციცერონი, პროპერციუსი, ოვიდიუსი, კატულუსი); მიჰყავს სამაგისტრო კურსი რომაულ ლირიკაში; მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში. დაიცვა დისერტაცია ცნობილი რომაელი პოეტის – ოვიდიუს ნაზონის შემოქმედებაზე ("Amores") 1991 წელს

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია
    რომაული პოეზიის კრებულის "რომაული ლირიკის მწვერვალები" თარგმანისთვის
  • 2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", "წლის საუკეთესო თარგმანი"
    კატულუსის ლექსების კრებულის "Carmina" თარგმანისთვის

ბიბლიოგრაფია

  • რომაული ლირიკის მწვერვალები = Lyrica romana : კრებული (მთარგმნელი). - თბილისი, ლოგოსი, 2016. - 286გვ.. - ISBN: 9789941468087
  • რომაული პოეზია (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 344გვ.. - ISBN: 9789941158278
  • ძველი ბერძნული ლირიკა (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 397გვ.. - ISBN: 9789941158278
  • ლექსები = Carmina : გაიუს ვალერიუს კატულუს ვერონელი (მთარგმნელი). - თბილისი, ლოგოსი, 2009. - 230გვ.. - ISBN: 9789941401671
  • 33 ლექსი : ქართ. და ლათინ. ენ. (მთარგმნელი). - თბილისი, პროგრამა "ლოგოსი", 2003. - 86გვ.. - ISBN: 9994076205
  • ტრფობანი : პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (მთარგმნელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1987. - 229გვ.

გააზიარე: