Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანული კაკაურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი 1958 წელს; 1962 წელს - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენა, ლიტერატურა და გერმანული ენის სპეციალობით. 1958-1965წწ. - ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში; 1962-1965წწ. - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა კათედრის მასწავლებელი; 1965-1986წწ. - ამავე ინსტიტუტის რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1967-1970წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი გერმანული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით; 1974 წელს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1975-1986წწ. - ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მესამე მდივანი; 1990-1991წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1991-2005წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე; 2008-2013წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2000-2010წწ. - კოორდინაციას უწევდა ჰაიდელბერგის რუპრეჰტ კარლის უნივერსიტეტთან ქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორულ ურთიერთობებს (DAAD-GIP); 2003 წლიდან - გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი; საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; მრავალი საერთაშორისო გრანტის მფლობელი; საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზუმების მონაწილე. 8 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს და 85 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლენცის სოციალური დრამები", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შტურმერთა და იენის წრის რომანტიკოსთა ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები", დაიცვა 1989 წელს. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.52-58; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge; ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი: humboldt-kolleg.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |