The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან გველესიანი

რომან გველესიანი
Date of birth:17 August, 1888
Date of death:2 April, 1949  (at 60 years)
Burial location:ბრომპტონის სასაფლაო, ლონდონი
Category:Military Person

Biography

დაამთავრა ბიდგოშჩის უმცროს ოფიცერთა სკოლა 1923 წელს; სწავლობდა ვარშავის უმაღლესი სამხედრო სკოლა.

დაიბადა რუსეთის არმიის ოფიცრის, ალექსანდრე გველესიანისა და თამარ (ვარვარა) დავითის ასული ჭავჭავაძის ოჯახში. 1909 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 პოლკის პორუჩიკად, 1916 წლიდან - რჟევის 490-ე ქვეითი პოლკის კაპიტნად; 1917 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1918 წლიდან იყო საქართველოს ჯარის პოლკოვნიკი; 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, გველესიანი ემიგრაციაში იყო პოლონეთში; 1926 წლის ოქტომბრიდან კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში; 1927-1929წწ. იყო პულავის მენაღმეთა მე-2 პოლკის მეთაურის მოადგილე; 1930 წლიდან ირიცხებოდა მე-4 ქვეითი დივიზიის შტაბში; 1938 წლის მარტიდან მსახურობდა მე-6 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ; 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის დასაწყისში ხელმძღვანელობდა კრაკოვის გამაგრებულ რაიონს; შემდეგ იმყოფებოდა პრჟემისლში, ბრიგადის გენერალ ბოლესლავ იატელნიცის შტაბში; იცავდა დნესტრის ხაზს; პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ერთხანს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო, მალე სხვა პოლონელ სამხედროებთან ერთად ევაკუირებული იყო რუმინეთში, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა; აქტიურად თანამშრომლობდა პოლონურ პოლიტიკურ ემიგრაციასთან; გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში; სამხედრო მოღვაწე. რუსეთის, საქართველოს და პოლონეთის არმიების პოლკოვნიკი.

წყარო: ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 188-191; gwar.mil.ru

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის
  • 1916 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის
  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის

Share: