The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ყაუხჩიშვილი

ნინო ყაუხჩიშვილი
Date of birth:20 August, 1919
Date of death:6 January, 2010  (at 90 years)
Burial location:მილანი, იტალია
Category:Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბერლინი, გერმანია.

ბერლინში დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა ჯერ ბერლინის, შემდგომ კი მილანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომანისტიკის განხრით. მას ქართულ ენას მიხაკო წერეთელი ასწავლიდა.

დაიბადა მიხეილ ყაუხჩიშვილის ოჯახში; 1918 წელს მიხეილ ყაუხჩიშვილი ინჟინერი, ელექტრო-მექანიკოსი, ქიმიკოსი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გააგზავნა საქართველოს წარმომადგენლად შვედეთში, ხოლო 1919 წელს კი გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც მან თავისი საქმიანობა ფირმა "სიმენსს" დაუკავშირა.
წლების განმავლობაში იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი და აგრეთვე პრორექტორი; იგი ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში და ყველგან ჩამოაყალიბა სლავისტიკის კათედრა; 1958 წლიდან მისი და მისი ძმის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს; მათ თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირების საშუალება მიეცათ, ამას კონკრეტული საქმეც მოჰყვა; ქალბატონი ნინოს თაოსნობით საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და ქართველოლოგები; მისივე ინიციატივითა და სპონსორობით იტალიაში გაიმართა არაერთი ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები: ბერგამოში - 1974 წელს, ბარისა და ლეჩეში - 1980 წელს და აგრეთვე პავიაში - 1986 წელს; 1979 წელს მისი თაოსნობით ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი. პარალელურად ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში (1977, 1983 და 1989 წლებში); 2005 წლიდან ის შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას; 2008 წელს დააფუძნა ქართულ–იტალიური საზოგადოება "სამშობლო - გულით სატარებელი", რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე. ამ ორგანიზაციის საქმიანობა არაკომერციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს იტალიაში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, აგრეთვე იტალიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას; ყოველი წლის 26 იანვარს, მილანის ქართული სათვისტომო წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს; ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად იწვევენ იმ სახელოვან იტალიელ მეცნიერებსა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. სწორედ ამ დღეს საზოგადოებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს ჩაეყარა საფუძველი საზოგადოებას "სამშობლო – გულით სატარებელს". ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნა სათვისტომოს იმ დიდი ვალის აღსრულებას აკისრებს, რაც მან ანდერძად დაუტოვა – "მარად და ყველგან გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის ავახმიანოთ ქართული სიტყვა, ქართული სიმღერა და წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა".

წყარო: ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი": ghn.ge

Awards and Honors

  • 1999 - საქართველოს საპატიო მოქალაქე
    სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებისთვის

Share: