Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სვიმონ წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პერევი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სემინარიაში ჩაირიცხა, მაგრამ მოსწავლეების საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. სწავლა სამხედრო სკოლაში განაგრძო. 1896 წლიდან რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იყო; მსახურობდა სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში, შემდეგ ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში; 1914-1918წწ. კაპიტნის წოდებით მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ერზრუმის აღების დროს; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით; 1919 წლის აპრილში აღკვეთა ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის ხეობაში ბოლშევიკების შემოღწევის მცდელობა, შემდეგ იყო შტაბის უფროსი სოჭის ფრონტზე (მცირედ ხნით დატყვევებული იყო დენიკინის ჯარების მიერ); 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოღვაწეობდა ოპოზიციურ იატაკქვეშეთში; 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს აჯანყებულებმა დანიშნეს სამხედრო ხელმძღვანელად ჭიათურაში; აჯანყების დამარცხების შემდეგ ტყეში გაიხიზნა და მოახერხა საქართველოს დატოვება. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის ახლოს, სოფელ ლევილში. სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. წყარო: ძველი მეგობარი : სვიმონ წერეთელი [ნეკროლოგი] // მებრძოლი საქართველო. - №1. - 1952. - გვ. 27-28 (dspace.nplg.gov.ge) Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |