შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა გვარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხალა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს, 1947 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში, აჭარის რესპუბლიკური საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად (ეს მნიშნელოვანი კერა მისი თაოსნობით აშენდა), აჭარის მინისტრთა საბჭოში კულტურის განყოფილების გამგედ, აჭარის რადიოში საბავშვო გადაცემის რედაქტორად, ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" რედაქტორად, აჭარის უზენაეს საბჭოსთან არსებული პრემიების სახელმწიფო კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. პირველი ლექსები დაიბეჭდა 1939 წელს პოეტ შალვა იოსელიანის რეკომენდაციით. 1948 წელს გამოსცა ლექსების კრებულები: '"ჩემო აჭარავ" (1948), "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები" (1953), "ზღვა და სიყვარული" (1955), "ნაკადულები" (1958), "ზღვა და ქარი" (1970), "ღიღინებს ერთი ღიღილო" (1972), "რჩეული" (1975), "რჩეული"(1999). მუშაობდა საბავშვო ჟანრში. გამოცემული აქვს წიგნები: "თითისტოლა" (1949), "მელია და წიწილა" (1956), "მშვიდობა პლანეტას, მშვიდობა ბავშვებს" (1991). აღსანიშნავია ნანა გვარიშვილის მთარგმნელობითი საქმიანობაც: ქართულ ენაზე აამეტყველა ნაზიმ ჰიქმეთის, ორჰან ქემალის, საბაჰათინ ალის, ფაქრი ედინის, მელიმ ჯევდეთის და სხვათა ნაწარმოებები, ბულგარელი, კუბელი, ბერძენი, ინდოელი და სხვა ქვეყნების მწერალთა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის გამოჩენილი თურქი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანის - "ნარჩიტას" თარგმანი. ცალკე წიგნადაა გამოცემული ბერძენი პოეტი ქალის, ფოტულა იანკოპულოს ლექსების ("ყაყაჩოები") ნანა გვარიშვილისეული თარგმანები. წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.356; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.85; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.146 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |