The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფერიდე ნიჟარაძე

ფერიდე ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 2000  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაიბადა ალი დედეს ძე ნიჟარაძის ოჯახში, რომელიც აჭარაში გამორჩეული იყო თავისი ევროპული განათლებითა და ცხოვრების წესით, ამ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები – პეტრე უმიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია, დავით კლდიაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფერიდე ნიჟარაძე სწავლობდა ქალთა სკოლაში შემდეგ კი – მაშინდელ ბათუმის ინსტიტუტში. იურისტის განათლება  მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო პირველი პროკურორი ქალი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წლების განმავლობაში იყო ბათუმის  მიუსაფარ ბავშვთა სახლის დირექტორი. ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმდროინდელ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო და ქალების ე.წ. კარჩაკეტილობის სტიგმა დაარღვია, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და ჩადრის ახსნის ინიცატორი; იბრძოდა განათლების, რწმენისა და ოჯახში თანასწორობისთვის. პირველი აჭარელი იურისტი ქალი.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები": batumelebi.netgazeti.getormeti.comajaratv.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის უმაღლესი სასამართლო, წევრი (1934-)

გააზიარე: