The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელო ნაზარიშვილი

ელო ნაზარიშვილი
Legal name:ელენე ნაზარიშვილი
Date of birth:1888
Date of death:1974  (at 86 years)
Burial location:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
Category:Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლი და კლასიკურ გიმნაზია, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ოჯახის მასწავლებლის წოდება. უმაღლესი განათლების მისაღებად მშობლებმა ელენე ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში გააგზავნეს, სადაც იგი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მან პეტერბურგში დაბრუნება არჩია, სადაც ქალთა უმაღლეს პოლიტექნიკურ კურსებზე ჩააბარა. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ფრანგულ ენაზე კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის ლოხვიაცია–სკალონის უცხო ენების კურსების ფრანგულ განყოფილებაზე და იმავე წელს ბეხტერევის ფსიქო–ნევროლოგიურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად შევიდა. პეტერბურგიდან დაბრუნებული ელენე ნაზარიშვილი ჭიათურის საქალაქო სკოლაში მასწავლებლად იქნა მიწვეული, ხოლო 1914 წელს უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლის წოდების მისაღებად თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გააგზავნეს. ქუთაისში დაბრუნებულმა ელენემ "ცისფერყანწელთა" ჯგუფთან დაამყარა ურთიერთობა. ფრანგული ენის მცოდნე დიდ დახმარებას უწევდა მათ ფრანგი ავტორების თარგმნაში. ცნობილია, რომ "ცისფერყანწელებმა" ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული სწორედ ელენე ნაზარიშვილს მიუძღვნეს. ელენე ნაზარიშვილი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის სკოლებსა და ტექნიკუმებში, თანამშრომლობდა ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმთან; მან პირადად იმუშავა და მეცნიერულად აღწერა გიორგი ზდანევიჩის პირადი არქივი. გამოჩენილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ნაზარიშვილის შვილი. ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მ. მხეიძე მწვანეყვავილას მწვანე ბორცვებზე : ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი / მ. მხეიძე . - ქუთაისი.- 1985; საქარტველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილება, ნამდვილი წევრი (913-)

Awards and Honors

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: