The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეჯებ ნიჟარაძე

რეჯებ ნიჟარაძე
ოფიციალური სახელი:რეჯებ ბეგ ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1937  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქობულეთელი მემამულის დედე-აღა ნიჟარაძის ოჯახში. 1888 წელს ილია ჭავჭავაძის  დახმარებით გახდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე სამუსლიმანო საქართველოდან. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.  მუშაობდა იურისტად  თბილისსა და ბაქოში. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს სექციის, ქართული დაწყებითი 2-კლასიანი სკოლის, სამკითხველოს, წიგნის მაღაზიისა და გაზეთ "მარცვალის" დაარსებაში. 1911 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში, სადაც არჩეული იყო ქალაქის საბჭოს წევრად (ხმოსნად) და ქალაქის მმართველობის წევრად. ზრუნავდა მუსლიმი ქართველების განათლებასა და მათ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაზე. I მსოფლიო ომის ბოლოს იყო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, 1918 წელს კი სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელი საქართველოს ეროვნულ საბჭოში, ქობულეთის მაზრის უფროსი. მას თურქეთთან ურთიერთობის საკითხზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან კონფლიქტი მოუხდა, რის გამოც ერთი პერიოდი დაპატიმრებული იყო. 1921 წლის მარტში, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა; იყო ბათუმის რევოლუციური კომიტეტის წევრი, შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისარი; მონაწილეობდა აჭარის პირველი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შედგენაში. 1924 წელს აირჩიეს აჭარის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარედ. 1930-იან წლებში იყო აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებული იქნა 1956 წელს. 2019 წელს ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას რეჯებ ნიჟარაძის სახელი მიენიჭა. ქართველი იურისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია: ajaratv.ge


გააზიარე: