შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ადეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; საქართველოს დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1998 წელს. მიღებული აქვს ფონდ "ინტერნიუსის" სერთიფიკატები ადამიანის უფლებების და არჩევნების გაშუქების სფეროში; 1999-2003წწ. მუშაობდა "პირველ არხზე"; იყო გადაცემების "აუდიენციისა" და "ალიონის" კორესპონდენტი; 2003-2007წწ. წლებში იყო ტელეკომპანია "იმედი"-ს გადაცემა "დროება"-ს კორესპონდენტი; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში; 2008-2009წწ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.S."-ის კორესპონდენტი; მუშაობს ტელეკომპანია "მთავარ არხზე". წყარო: მედია-პორტალი: media.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |