შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ფავლენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სანქტ-პეტერბურგის იუნკერთა ქვეითი სკოლა 1878 წელს. 1869 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში პრაპორშჩიკის ჩინით; 1904 წლიდან იყო პოდპოლკოვნიკი; 1905-1911წწ. მსახურობდა კავკასიის მსროლელთა მე-5 პოლკში, შემდეგ შემახის 265-ე ქვეით პოლკში; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე კავკასიის მე-9 ქვეითი პოლკის შემადგენლობაში; თავი გამოიჩინა ოგნოტის ოპერაციის დროს, სოფ. გულდართან 1916 წლის 11-12 აგვისტოს ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით "მამაცობისათვის". ამავე ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1916). წყარო: 1914-1918 წლის ომის გმირების ხსოვნა: gwar.mil.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |