The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კრეიტანი

გიორგი კრეიტანი
Legal name:გიორგი პოპოვი
Date of birth:17 May, 1900
Date of death:February, 1951  (at 50 years)
Burial location:ახალი ვერის სასაფლაოს მწერალთა პანთეონი, თბილისი
Category:Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

დაამთავრა  თბილისის რეალური სასწავლებელი 1918 წელს.

ლექსების წერა დაიწყო 18 წლის ასაკში; 1921 წელს მენშევიკებმა დააპატიმრეს; ქუთაისის ციხეში დაწერილი მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა გაზეთში "Кавказская коммуна"; ძირითადად თბილისში ცხოვრობდა; 1924-1928წწ. მსახურობდა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის ჯარებში ჯერ სასაზღვრო დაცვის ჯარების სკოლაში პოლიტიკური საგნების მასწავლებლად, შემდეგ - სამეთაურო-პოლიტიკურ თანამდებობებზე; ამიერკავკასიის რაიკომის გადაწყვეტილებით დემობილიზებულ იქნა და ლიტერატურულ-ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა; თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან და ჟურნალებთან; 1936 წლიდან კითხულობდა ლექციებს და მოხსენებებს საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ; 1926 წელს, თბილისში გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული; გამოსცა 14 წიგნი; მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა მხატვრებთან ერთად პლაკატებსა და სააგიტაციო ფურცლებზე; 1945 წლამდე მისი ჟურნალისტური საქმიანობა ძირითადად თბილისში მიმდინარეობდა: იყო ჟურნალ "На рубеже Востока"-ს რედკოლეგიის წევრი; "Молодой рабочий"-ს პასუხიმგებელი მდივნის მოადგილე; 1935-1945წწ. - გაზეთ "Заря Востока"-ს ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების უფროსი; "Партийная жизнь"-ის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანლობდა დამწყები რუსი პოეტებისა და მწერლების ჯგუფს; 1945 წელს გააგზავნეს ქ. ფრუნზეში, შემდეგ კენინსბერგში, იყო რესპუბლიკური გაზეთის "Советская Киргизия"-ს პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, შემდეგ, საოლქო გაზეთის "Калининградская правда"-ს პასუხისმგებელი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1947 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაბრუნდა თბილისში; 1947 წლიდან ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებულ ლიტერატურულ წრეს; 1948 წლიდან მუშაობდა გაზეთ "Большевистская путевка"-ს რედაქტორის მოადგილედ; 1950 წლიდან - გაზეთ "Большевитская Путевка"-ს პასუხისმგებელ რედაქტორად; გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მთარგმნელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი/რედ.: თეა თვალავაძე. -თბ., 2013. -გვ.36-38; საინფორმაციო პორტალი: racechrono.ru

Member of Organizations

  • სსრკ მწერალთა კავშირი, წევრი (1936-)

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: