The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ფაღავა

იური ფაღავა
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1960  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:დიპლომატი, იურისტი

ბიოგრაფია

1918 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი და დემოკრატიული საქართველოს დიპლომატი ირანში. 1920-1921 წლებში დიპლომატიური მისიით ირანში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებული ავადმყოფობამ შეაწუხა და 1922 წელს სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა ცოლ–შვილთან ერთად. 1923 წელს გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდა და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს იმყოფებოდა გერმანიაში, შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში. დარია და მელქისედეკ ფაღავების შვილი, მხატვარ ვერა ფაღავას მამა.

წყარო: საინფორმაციო პორტალი "ქართული კვირა": kartuli.kvira.ge; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com


გააზიარე: