Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ სანაკოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუშაობდა სხვადასხვა სახელოსნოში, ვახნიანსკის მექანიკურ ქარხანაში; 1918-1921წწ. მოხალისედ წავიდა არმიაში; დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობდა მშენებლობაზე მუშად; 1925 წლიდან - მექანიკურ ქარხანაში; 1930 წლიდან დააწინაურეს სამხრეთ-ოსეთის სატყეო მეურნეობის სისტემაში და საცხოვრებლად გადავიდა სტალინირში; 1933 წელს გააგზავნეს არხანგელსკის სატყეო მრეწველობის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1937 წელს, სკკპ ცეკას გადაწყვეტილებით, დანიშნეს სამხრეთ ოსეთის ცაკის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებლად; 1939 წელს გადაიყვანეს ჯალაბეთის სატყეო კომბინატის დირექტორად; 1941-1943წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იყო გოსპიტლის კომისარი, ცხინვალის სახელმწიმო თეატრის დირექტორი (1943); 1943 წელს დაუბრუნდა სატყეო კომბინატს; 1948 წლიდან მუშაობა დაიწყო მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების სამხრეთ ოსეთის განყოფილებაში; ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა 1936 წლიდან; 1928 წელს აირჩიეს ქ. თბილსიის საბჭოს დეპუტატად; შემდეგ - სტალინირის ქალაქის საბჭოს დეპუტატად და ქალაქის აღმასკომის წევრად; ახალგაზრდობის წლებში დადიადოა თეტრალურ სტუიდიაში, რომელსაც ხელმძღვანელოდბა კ. მარჯანიშვილი; იყო კულტურის განყოფილების გამგე; 1952 წელს მისი პიესის მიხედვით სტალინირის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლი "ვარდო"; იმ წლებში დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა სხვა პიესებმაც: "ტატე" (ოს.: Тъатъе), "მეზობლები" (Сыхæгтæ), "ობი" ("Хъуына") - პირველი ნაწარმოები ისტორიულ და რევოლუციურ თემაზე დაიწერა, მეორე სპექტაკლში ავტორი ეხება ბავშვების აღზრდის პრობლემას სკოლაში და ოჯახში; მესამე სპექტაკლმა კი რეგიონალურ კონკურსში ჯილდო მიიღო, როგორც თანამედროვე თემაზე საუკეთესო დრამატულმა ნაწარმოებმა; არის არაერთი მოთხრობის ავტორი, მათ შორის: "განთიადის სხივები" (დრამა, 1949), "მწყემსები" (პროზა, 1950), "ბრძოლა" (პროზა, 1949), "ოჯახი" (პროზა, 1950), "მწყემსის სიმღერა" (პოემა, 1951), "თხზულებათა კრებული" (1951), "კრებული" (პოეზია, 1953); მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება 1959 წლის რომანი "ღრმა კვალი" (Арф фæд) - ნაწარმოები არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მეტწილად ავტობიოგრაფიულია. ვ. სანაკოევის შემოქმედების თემატიკა მრავალფეროვანია: ხალხთა მეგობრობა, ახალგაზრდა თაობის აღზრდა, ისტორიული მოვლენები და ა.შ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |