The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ხუდადოვი

ნიკო ხუდადოვი
Legal name:ნიკოლოზ ხუდადოვი
Date of birth:22 August, 1850
Date of death:17 January, 1907  (at 56 years)
Burial location:ვერის ძველი სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი. 

დაამთავრა თბილისის I გიმნაზია 1870 წელს; პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში სწავლობდა, მალევე პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა.
დაიბადა ინტელიგენტის ოჯახში; 1876-1878წწ. სერბეთ-ოსმალეთის ომის დროს ექიმად მსახურობდა სერბეთში გაგზავნილ რუსულ სანიტარულ რაზმში, ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკში; სტაჟირებისთვის მივლენილი იყო გერმანიასა და შვეიცარიაში; სტუდენტობის პერიოდში ახლოს იყო ქართულ ხალხოსნურ-რევოლუციურ წრესთან, კავშირი ჰქონდა ივანე ჯაბადართან, რის გამოც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა; საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო და საზოგადოებრივ საქმიანობაში; სხვადასხვა საკითხზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში (მათ შორისაა პოლემიკა ილია ჭავჭავაძესთან ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობისა და საგლეხო რეფორმის ნაკლოვანებების შესახებ); 1880-იანი წლების ბოლოს ექიმად მუშაობდა ხევსურეთში და ამ კუთხის შესახებ ეთნოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა რუსულ ენაზე (1890); 1890 წელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გარიცხეს თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებიდან; 1890-იან წლებში აირჩიეს თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსან წევრად; 1900-იან წლებში იყო ქალაქის რკინიგზის სახელოსნოთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი; აქტიურად მონაწილეობდა 1904-1905 წლების რევოლუციურ მოძრაობაში; ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ატარებდა კონსულტაციებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობდა უფასო სასადილოებისა და სამკითხველოების, მუშებისთვის საკვირაო სკოლების დაარსებას; იგი იყო თბილისის მუშათა თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინციციატორი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა ავჭალაში, ხუდადოვმა სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ გაიღო საკუთარი თანხა ქველმოქმედებაში; ერთ-ერთი უდიდესი საქმე, რაც ხუდადოვმა გააკეთა, ეს არის 1893 წელს თბილისის განაპირას, ნაძალადევის ტერიტორიაზე, კუკიის მახლობლად, სახაზინო მიწაზე გააშენა ტყე-პარკი, რომელიც მის სახელს ატარებს (დღევანდელი ტუბდისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე); ტყის მასივის გაშენება ხუდადოვს სურდა, რომ ქალაქის მოსახლეობის ღარიბ ნაწილს ჰქონოდათ დასვენებისა და გართობის საშუალება; 1907 წლის 17 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვს თბილისში ტერაქტი მოუწყვეს შავრაზმელებმა, მას სამჯერ ესროლეს რუსული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა და მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა; ნიკოლოზ ხუდადოვის და - სოფიო ცოლად ჰყავდა მწერალ ნიკო ლომოურს; თბილისის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

წყარო: საინფორმაციო პორტალი: intermedia.ge

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1881-)

Bibliography


Share: