Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ აბაშიძე-გორლენკო![]()
Biographyიმერეთის თავად აბაშიძეთა წარმომადგენელი. 1853 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში; მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856); იყო საიმპერატორო ესკორტის ლაიბ-გვარდიის კავკასიური ესკადრონის საჭურველთმტვირთველი (1857), სუმის ჰუსართა პოლკის კორნეტი (1860); 1865-1882წწ. ირიცხებოდა საიმპერატორო ესკორტში; 1875 წლიდან იყო სოსნიცკის მაზრის (ახლანდ. ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა) საპატიო მომრიგებელი მოსამართლე; 1882 წელს პოლკოვნიკის წოდებით ჩაირიცხა კავალერიაში; განსაკუთრებული გამონაკლისის სახით შეუნარჩუნდა საიმპერატორო ესკორტის კავკასიური ესკადრონის 1-ლი ქართული რაზმის მუნდირის ტარების უფლება; ითვლებოდა კავალერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალში; გარდაიცვალა მოსკოვში; 1891 წლის თებერვალში პანაშვიდი გადაუხადეს საქართველოშიც, დაბა ყვირილის (ახლანდ. ზესტაფონი) ეკლესიაში; ცოლად ჰყავდა (1861 წლიდან) ადელაიდა სიმონის ასული გორლენკო (აზნაური). სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის 1876 წლის 15 ივლისის განკარგულებით მიეცა უფლება შეერთებინა გორლენკოს გვარი და საგვარეულო გერბი და გადაეცა ისინი მამრობითი ხაზის უფროსი შთამომავლებისთვის. მისი ერთადერთი ვაჟი დავითი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა (1863), ამიტომ თავად აბაშიძე-გორლენკოს გვარი არ გაგრძელებულა. ქალიშვილი ნინო (დ. 1870 — გ. 1921) იყო ბარონ როდრიგ თეოდორ ფონ ბისტრამის ცოლი. "რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის" მე-14 ნაწილში (1890) შეტანილია აბაშიძე-გორლენკოს ოფიციალურად დამტკიცებული გერბი (1886); თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1881). Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |