The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ალექსიძე

მარიამ ალექსიძე
Date of birth:14 May, 1978  (46 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1993 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია უმაღლესი პროფესიული პროგრამის "ქორეოგრაფ-რეპეტიტორის" ფაკულტეტი, დამდგმელი ქორეოგრაფისა და რეპეტიტორის სპეციალობით, 2011 წელს; ქორეოგრაფების სასწავლო პროგრამა  (SIWIC) - ციურიხი (შვეიცარია) - სამხატვრო ხელმძღვანელი იოჰენ ჰეკმანი, თანამედროვე ცეკვის პედაგოგი დენის ლამპარტი 2008 წელს; 1994-1997წწ. ციურიხის საბალეტო სკოლა (SBBS) შვეიცარია - პრიმა-ბალერინა ნატალია მაკაროვას სტეპენდიანტი. 

1986 წელს რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა მარიამი, როგორც მოცეკვავე, გადაიღო ფილმში "აშუღ-ქერიბი". სკოლაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის და მონტე-კარლოს საპროდიუსერო ფირმის ერთობლივ პროექტში "კოლუმბიდან ბროდვეიმდე" (რომლის პრემიერა შედგა კარაკალას თერმებზე) და "შეჰერეზადა". თეატრის მოცეკვავეებთან ერთად მარიამ ალექსიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სოფია გუბაიდულინას ორატორიაში "მერწყულის ერა"; 1994 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, პრიმა - ბალერინა ნატალია მაკაროვამ მარიამი სტიპენდიით დააჯილდოვა და სწავლა გააგრძელა ციურიხის საბალეტო სკოლაში (SBBS); 1997-1998წწ. ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრის (შვეიცარია), ბალეტის მსახიობია; 1999–2011წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; შესრულებული აქვს სოლო და  წამყვანი პარტიები კლასიკურ, ნეო-კლასიკურ და თანამედროვე ბალეტებში; 2008 წელს მიწვეული იქნა შვეიცარიაში ქორეოგრაფების სასწავლო პროექტში (SIWIC); 2009, 2010, 2011, 2012 წლებში "კლასიკური ბალეტის გვირგვინის" ევროპული ტურნე: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი - ბალეტის სოლისტი; 2009 წელს მოწვევა მიიღო რუსეთის საბალეტო დასიდან "კლასიკური ბალეტის გვირგვინი" მათ საგასტროლო ტურნეში მონაწილეობის მისაღებად, სადაც როგორც სოლისტი, ისე მონაწილეობდა; 2012-2016წწ. ასწავლიდა თანამედროვე ბალეტს მეექვსე ექსპერიმენტული სკოლაში (პედაგოგი - ქორეოგრაფი); 2012-2016წწ. მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში "ვერის უბნის ტანც-კლასი" (ბალეტმაისტერი-რეპეტიტორი); 2009 წელს გიორგი ალექსიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, მარიამ ალექსიძემ მამის ჩანაფიქრი განახორციელა და რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თავისი პირველი სპექტაკლი "დოვინ-დოვენ-დოვლი..."  წარმოადგინა; ის თანამედროვე ბალეტის პირველი პროფესიონალი ქალი ქორეოგრაფია საქართველოში; ქორეოგრაფიული საქმიანობის საწყის ეტაპზევე დააფუძნა გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი; ფონდის ეგიდით, მას გაუჩნდა იდეა გაეკეთებინა პროექტი "ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე", რომლის ფარგლებშიც გიორგი ალექსიძის ტრადიციას გააგრძელებდა და ქართულ თემაზე თანამედროვე საბალეტო სპექტაკლებს დადგამდა; სპექტაკლების ციკლი  ეყრდნობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მითებს, ლეგენდებს, ლიტერატურულ და ისტორიულ ნაწარმოებებს. ამ მიმდინარეობის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა ერთგვარი ლაბორატორია - სპექტაკლების შექმნაში თანამედროვე ქართველი კომპოზიტორები და მხატვრებიც მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში დადგმული თანამედროვე ბალეტები წარმოდგენილი იყო რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე; 2012  წელს უხელმძღვანელა ესპანეთსა და პორტუგალიაში საბალეტო დასის "კლასიკური ბალეტის გვირგვინი" ანტერპრიზას; 2013-2016წწ. იყო სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და სამხრეთ კავკასიის მასშტაბით თანამედროვე ცეკვის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა; ნაყოფიერად იმუშავა დრამატულ თეატრში, 2014 წელს რუსთაველის თეატრში იმუშავა რობერტ სტურუასთან სპექტაკლზე "ასულნი" - ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით; ქორეოგრაფიულად გააფორმა ლიტერატურული პრემია "საბას" 2014 წლის დაჯილდოების ცერემონიალი; 2010 წლიდან მარიამ ალექსიძემ საქართველოსა და რუსეთში დაიწყო გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის აღდგენის საქმე; 2014 წელს სამხრეთ კავკასიური თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში განხორციელებული აქვს გიორგი ალექსიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული კონფერენცია თეატრში "ფაბრიკა", ხოლო 2018 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მარინა ალექსიძესთან ერთად გიორგი ალექსიძის უნიკალური წიგნი გამოსცა; 2016 წელს, მარიამ ალექსიძისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, თბილისის მერიამ მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველი თანამედროვე ბალეტის დასი - გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი" დააარსა. დასი განსაკუთრებულია იმით, რომ ეყრდნობა მარიამ ალექსიძის არტისტულ ხედვას და ინარჩუნებს ქართული ქორეოგრაფიისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სტილს; 2016 წლიდან ორიგინალურ თანამედროვე ბალეტებს დგამს დასისთვის; 2016 წლიდან გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დასის სამხატვრო ხელმძღვანელია; შემოქმედებითი პროექტები: 2020 წელს შემოქმედებითი ვორკშოპი მალტელი მოცეკვავეებისთვის; ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრი (მალტა)  - ქორეოგრაფი; ოქსფორდის უნივერსიტეტში დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიების "შექსპირი საქართველოში" ფარგლებში მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის "შექსპირი. სიყვარული" ვიდეოჩვენება და ქორეოგრაფთან შეხვედრა; 2009-2020წწ. ავტორი 11 დიდი ფორმატის საავტორო თანამედროვე ბალეტისა თუ ქორეოგრაფიული წარმოდგენის, 10 მცირე ფორმატის საავტორო თანამედროვე ბალეტის, 2 ფილმ-ბალეტის და 4 საბავშვო, საავტორო საბალეტო წარმოდგენის. დამდგმელი ქორეოგრაფი - რეპეტიტორი.

წყარო: ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი: choreography.getbilisiballet.ge

Member of Organizations

  • გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, თავმჯდომარე (2011-)

Share: