The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაკო სვიმონიშვილი

პაკო სვიმონიშვილი
ოფიციალური სახელი:ამირან სვიმონიშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1974
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 2014  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ლექსების პირველი კრებული 15 წლისამ გამოსცა; იყო მეექვსე საავტორო სკოლისა და ფილმების სტუდია "მიკროსტუდიის ჯგუფის" დამფუძნებელი; პესტალოცის სახელობის ბავშვთა სოფლის ("Kinderdorf") ქართული სახლის პედაგოგი; პირველი პოეტური კრებულია "მოვსულვარ ლანდი" (1990); ავტორია ლექსების კრებულებისა: "ლექსები და თარგმანები" (კრებული, 1995), "ლექსები" (კრებული, 2000), "სამი ავტორის ალმანახი" (კრებული, 2003), "სამკვიდრო" (კრებული, 2010), "ნასესხები შუქი" (თარგმანები, 2013), "დღეს ბედისწერაც სიმღერაა..." (კრებული ქართულ და ჩერქეზულ ენებზე, 2017), "Gedichte" (კრებული ქართულ და გერმანულ ენებზე კომენტარებით, 2018). მისი შემოქმედება ითარგმნა გერმანულ, ჩერქეზულ და უკრაინულ ენებზე; 2014 წელს დაარსდა პ. სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია "ამირანი" და "პაკოს ფონდი", დაარსების დღიდან "პაკოს ფონდი" ქართული მწერლობისა და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური მხარდამჭერია. გერმანისტი.

წყარო: თბილისის მეექვსე საავტორო სკოლა: meeqvsesaavtoro.ge; ლიტერატურული ფორუმი "არმური": armuri.georgianforum.comfacebook.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: