The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ჯიშკარიანი

ეთერ ჯიშკარიანი
Date of birth:7 November, 1936  (88 years)
Category:Translator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1958 წელს.

1958 წლის ნოემბრიდან მუშაობას იწყებს გამომცემლობა "ნაკადულში"  რედაქტორად. წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ ჟურნალისტურ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. მისი წერილები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. გამომცემლობაში მუშაობის პერიოდში თარგმნა კონსტანტინე პაუსტოვსკის რამდენიმე ნაწარმოები. 1967 წელს გამოიცა ბორის კოსტიუკოვსკის "მოგზაურობა მზისკენ" ეთერ ჯიშკარიანის თარგმანითა და მხ. ჯემალ ლოლუას გაფორმებით. 1981 წელს ეთერ ჯიშკარიანი მუშაობას იწყებს საქართველოს შემოქმედებით ჟურნალისტთა კავშირში კონსულტანტად. 1987 წელს იქმნება ჟურნალისტთა კავშირისა და ჟურნალ-გაზეთების გაერთიანებული პროფკავშირი, სადაც მას ირჩევენ თავმჯდომარედ. მის სახელს უკავშირდება შემდეგი შრომები და ინიციატივები: დააარსა ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯილდო "ოქროს ფრთა" (2002), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთა" (2003) და იმავე წელს შედგა ჟურნალისტების დაჯილდოების პირველი ცერემონია; მისი ინიციატივით 2003 წელს მომზადდა და დაიბეჭდა პერიოდული სპეც. გაზეთი "მეცენატი", 2007 წელს მისი ინიციატივით დაარსდა გაზეთი "ლამპარი", რომელიც სამი წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ გამოდიოდა და ვრცელდებოდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ქართულ სათვისტომოებში; ეთერ ჯიშკარიანის თაოსნობით გამოიცა ხუთი წიგნი - "ოქროს ფრთის ლაურეატები" და ცალკე პერსონებზე 18 დასახელების წიგნის კრებული; 2008 წელს დააარსა მხატვარ ზურაბ წერეთელის სახელობის პრემია; 2019 წელს გამოსცა წიგნი "ზურაბ წერეთელის პრემიის ლაურეატები" (2008-2017).

Member of Organizations

  • საერთაშორისო ჟურნალისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography


Share: