The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიკო კობიაშვილი

სიკო კობიაშვილი
Legal name:სვიმონ კობიაშვილი
Date of birth:28 August, 1902
Date of death:1976  (at 73 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სამხედრო სკოლაში (ქვეითი სპეციალობის იუნკერი); დაამთავრა გრუძიონძის ცენტრალური საკავალერიო სკოლა 1925 წელს.
დაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურულ ოჯახში (ბიძამისი იყო პოლკოვნიკი ზურაბ კობიაშვილი); მონაწილეობდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომში; 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო ჯერ საბერძნეთში, შემდეგ პოლონეთში; 1922-1923წწ. სწავლობდა ვარშავის კადეტთა სკოლაში; გრუძიონძის ცენტრალური საკავალერიო სკოლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში; იყო პომერანიის მე-18 ცხენოსანი პოლკის მე-2 ლეიტენანტი, შემდეგ გრუძიონძის გარნიზონის კავალერიის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი (1927-1928); 1935-1937წწ. სწავლობდა პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კაპიტნის წოდებით განამწესეს ბიდგოშჩში პომერანიის ცხენოსან ბრიგადაში; II მსოფლიო ომის დასაწყისში პოლონეთის დამარცხების შემდეგ ნაცისტური გერმანიის სამსახურში ჩადგა და შეუერთდა ვერმახტის ქართული ლეგიონს; თავდაპირველად მეთაურობდა 799-ე ქვეით ბატალიონს, 1943 წლიდან კი - ლეგიონს; 1945 წლიდან იმყოფებოდა ბრიტანელების, შემდეგ ამერიკელების ტყვეობაში; გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ამერიკის შეერთებული შტატებში; მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ სექციაში. სამხედრო მოღვაწე, ემიგრანტი.

წყარო: 8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიიდან / რუსუდან დაუშვილი. - თბ., 2014. - გვ.72-107

Member of Organizations

  • ქართველ "იუნკერთა კავშირი", წევრი (1928-1932)

Share: