The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო დანელია

სოსო დანელია
Date of birth:28 August, 1956  (68 years)
Category:Diplomat, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს; თბილისის მენეჯერთა სკოლა 1991 წელს.

1979-1995წწ. იყო თბილისის საავიაციო 31-ე ქარხანის ინჟინერ მშენებელი; თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი (1991); 1995-1996წწ. წარმომადგენლის მოადგილე საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობისა იტალიაში; 1997-2004წწ. საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში; 1997-1999წწ. საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იტალიაში; 1999-2001წწ. საქართველოს საელჩოს კონსული იტალიაში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2001); 2001-2004წწ. საქართველოს საელჩოს კონსული იტალიაში; 2003-2004წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეს მოვალეობის შემსრულებელი; 2004-2006წწ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი იტალიაში; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2008წწ. საქართველოს საელჩოს დესპანი იტალიაში; 2008 წელს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იტალიაში; 2011-2014წწ. საქართველოს საელჩო ვატიკანში; 2015 წლის 25 ნოემბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი მარტვილის N65 საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2017); 2018 წლის აპრილიდან არის დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი. მიღებული აქვს უფროსი სპეციალური წოდება - უფროსი მრჩეველი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2015-2016)

Share: