The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა მაჭარაშვილი

ლაშა მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:1970  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს.

1993 წლიდან - ზოგადი ქირურგი; 1995 წლიდან - თორაკალური ქირურგი; 1993-1995წწ. - კლინიკური ორდინატურა თორაკალურ ქირურგიაში; 1995-1998წწ. - დასწრებული ასპირანტურა სპეციალობით "ქირურგია"; 1999-2001წწ. - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 2001-2006წწ. - თორაკო-აბდომინალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი გულმკერდის ქირურგიის სპეცალობით; 2006 წლიდან - შპს თორაკო-აბდომინალური კლინიკა, თორაკო ქირურგი; 2009-2011წწ. - შპს თორაკო-აბდომინალური კლინიკის დირექტორის მოადგილე; 2011 წლიდან - შპს "ამტელ ჰოსპიტალ I კლინიკური"-ს მთავარი ექიმი; 2008 წელს – GCP ტრენინგი მიუნჰენი (გერმანია); 2010 წელს – ICN-GCP ტრენინგი ვენა(ავსტრია); სამეცნიერო კვლევები: 2009 წლიდან - III ფაზის კვლევა ორალური BIBF 1120 პლუს დოცეტაქსელით სტანდარტული თერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამოსაკვლევად პლცებო პლუს დოცეტაქსელით სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს III ბ/4 სტადიის ან მისი რეციდიული ფორმის მქონე პაციენტებში I რიგის ქიმიოთერაპიის უშედეგობის შემდეგ; 2010 წლიდან - რანდომიზებული, აქტიურად კონტროლირებადი, ორმაგი ბრმა, ორმაგი საკონტროლო პერიოდის, პარალელური ჯგუფის დიზაინის მულტიცენტრული კვლევა რესპიმატის ინჰალატორისთ მიღებული 2,5მკგ და 5მკგ თიოტროპიუმის საინჰალაციო ხსნარის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესადარებლად ჰანდიჰალერით მიღებული 18მკგ თიოტროპიუმის საინჰალაციო კაფსულებთან; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგი;  გამოქვეყნებული აქვს 25 ნასამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შპს ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის  კლინიკური დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამის  მოდულზე პასუხისმგებელი პირი, მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქირურგიულ ავადმყოფებში", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულმკერდში და იშვიათი სიმსივნეების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.351; vidal.ge ამტელ ჰოსპიტალი: amtelhospital.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის თორაკალურ ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს თორაკალური ასოციაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი

გააზიარე: