შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ტყავაძე![]()
ბიოგრაფიაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დააარსა ქიზიყ–კახეთის აქციონერული საზოგადოება "ალზიორა" (ამზადებდნენ სიგარეტის ასღერიან კოლოფს). 1912-1917 წლებში იყო გაზეთ "ხმა კახეთისას" რედაქტორ-გამომცემელი; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს აქტუალურ პოლიტიკურ, სამხედრო და საზოგადოებრივ საკითხებზე (მათ შორის, ფსევდონიმებით — "მხედარი", "ძველი მხედარი"); I მსოფლიო ომის წლებში მობილიზებული იყო რუსეთის არმიაში; 1919 წელს იყო საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიაში; დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |