The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ დადიანი

ოფიციალური სახელი:დავით დადიანი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

დაიბადა თავად კონსტანტინე გიორგის ძე დადიანის (დ. 1852 - გ. 1903) და ელენე (და­უმ­ხან) ოთარის ასულ დადიშქელიანის (დ. 1855 - გ. 1894) ოჯახში; I მსოფლიო ომის დროს უფროს ძმასთან - მუშნი დადიანთან ერთად უნტერ-ოფიცრად (უმცროს ურიადნიკად) მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში და ჩეჩნური ცხენოსანი პოლკის რიგებში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში კარპატებში; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში; 1921 წელს საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში; 1922 წლის ივნისში მუშნი დადიანთან ერთად დააპატიმრეს აფხაზეთში ამბოხების მოწყობის დაგეგმვის ბრალდებით, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს; 1922 წლიდან მეთაურობდა ერთ-ერთ პარტიზანულ რაზმს სვანეთში; 1923 წლის დეკემბერში კოდორის მაზრაში დააპატიმრეს კოწია დადიშქელიანთან ერთად, მაგრამ კვლავ გაათავისუფლეს; 1924 წლის ივნისში მუშნი დადიანის დახმარებით ხელისუფლებამ ოთარ დადიანი შემოირიგა და სრული ამნისტია გამოუცხადა; იმავე წლის აგვისტოს აჯანყების დროს დადიანი კვლავ მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში; აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა საშა გეგეჭკორმა შერიგების პირობით ძმები ტყიდან გამოიტყუა და დააპატიმრა სენაკის მაზრაში; მუშნი და ოთარ დადიანები მათ ნათესავთან, ნესტორ გარდაფხაძესთან და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად თბილისში დახვრიტეს. ოფიცერი, 1922-1924 წლებში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სვანეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე.

წყარო: რუსეთის იმპერატორის არმიის ოფიცრები: ria1914.infonobility.pro

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის I ხარისხის ჯვარი
  • წმინდა გიორგის II ხარისხის ჯვარი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვარი

გააზიარე: