Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1941 წლის ოქტომბერში, საშუალო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შოთა ხუციშვილი "განსაკუთრებული ნიჭის გამო" უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში; 1944 წელს, საავიაციო ტექნიკუმის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩაირიცხა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში; 1964 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 1969 წელს დაამთავრა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1947 წელს, 23 წლის შ. ხუციშვილმა მიიღო პირველი საავტორო მოწმობა გამოგონებისათვის, რომლის განვითარებას მან მთელი შემდგომი შემოქმედებითი ძალისხმევა მიუძღვნა: "ვერტმფრენი-თვითმფრინავი ცვალებადი გეომეტრიის როტორით". ეს იდეა მან ჯერ კიდევ თბილისის საავიაციო ტექნიკუმის სადიპლომო ნაშრომის სახით დაამუშავა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ტექნოლოგად მუშაობდა თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის 31-ე ქარხანაში (ახლანდელი სს "თამ"-თბილავიამშენი), სადაც მან 13 წელი იმუშავა. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანასა და ხელსაწყოთა მშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ის ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე წლების მანძილზე მუშაობდა. 1995 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე შოთა ხუციშვილი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1996 წლიდან წამოიწყო და უკვე 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისი ავია-გამოგონების პატენტის - "ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი და მისი მართვის საშუალება" (Variable Geometry Rotor (VGR) and its Actuators) მშენებლობის პროექტს, პროექტის მენეჯერისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით ბოინგის კორპორაციისა და ISTC -ს საგრანტო დაფინანსებით (პროექტის ინდექსი: G-060-1, G-060-2), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ბოინგის კორპორაციის პროექტში ასევე, მონაწილეობდა კოლაბორატორად, რომლის წარმომადგენელი იყო დოქტორი ლეო დადონე. პროექტის მომდევნო ეტაპები გაგრძელდა 2013 წლამდე. შოთა ხუციშვილი მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მრავალ ახალ გამოგონებაზე განაგრძობდა მუშაობას და მნიშვნელოვანი ინოვაციების ავტორად არის აღიარებული. მიღებული აქვს თბილისის მერიის სიგელი - "მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა" (2011). ცნობილი ქართველი კონფლიქტოლოგის გიორგი ხუციშვილის (1948-2013) მამა. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |