The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მიროტაძე

გიორგი მიროტაძე
Date of birth:16 November, 1970
Date of death:29 December, 1992  (at 22 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სანიტრად. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო "ფაკულტეტზე. 1992 წლის 20 ნოემბერს წავიდა მოხალისედ აფხაზეთში, როგორც "თეთრი არწივის" სამედიცინო სამსახურის სანიტარული ინსტრუქტორი, მე-4 კურსის სტუდენტი თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად – დაჭრილების საშველად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1992 წლის 29 დეკემბერს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა აფხაზსკაიაში. 1993 წელს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის გადაწყვეტილებით, დაარსდა გიორგი მიროტაძის სახელობის სტიპენდია; საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 11 აპრილის ბრძანებულებით გიორგი მიროტაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საბურთალოს რაიონში ოჟიოს ქუჩას ეწოდა გიორგი მიროტაძის სახელი. ყოველწლიურად ტარდება მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის ღია ჩემპიონატი გიორგი მიროტაძის სახელობის თასზე. 2005 წლის 14 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დამტკიცდა და რეგისტრაციაში გატარდა გიორგი მიროტაძის უკვდავი ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფონდი "გიორგი და ერთიანი საქართველო". 2010 წლის 15 ოქტომბერს სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში დაიდგა დაღუპულ სტუდენტთა მემორიალი. ცნობილი დასტაქრის, პირველი აფხაზი მეცნიერის, აფხაზეთისა და ქართული უროლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის სოკრატ არშბას შვილიშვილი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.308-312

Awards and Honors

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Share: