შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ქორთოშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ომალო, ახმეტის რაიონი. 1983-1985 წლებში იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ მუშაობდა თელავის პოლიციაში. 1990 წელს ჩააბარა ვიბორგის (რუსეთი) საავიაციო სასწავლებელში. 1993 წლის 1 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის მეთაურის N135/40 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის საავიაციო ნაწილში (N55069) მფრინავი შტურმანის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1993 წლის 7 ივლისს მი-8 ტიპის შვეულმფრენით ეკიპაჟთან ერთად, საბრძოლო დავალების შესრულების დროს უგზოუკვალოდ იქნა დაკარგული. საქართველოს საავიაციო სასწავლებელში დაწესებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ყოფილი სამხედრო მფრინავის, ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია. კაპიტანი. წყარო: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |