The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცაცა დარახველიძე

ცაცა დარახველიძე
ოფიციალური სახელი:იულია დარახველიძე
სხვა სახელი:ცაცა
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1938  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში; მუშაობდა აქტიურად ქალთა ორგანიზაციებში; 1921 წლიდან ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; საბჭოთა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში, სადაც განაგრძობდა აქტიურ მუშაობას გადასახლებული ქართველი პოლიტპატიმრების კოლონიებში და ორგანიზებას უწევდა მათი დახმარების ქსელს; 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის 10 დეკემბერს; 1937 წლის 27 დეკემბერს ალთაის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა; დახვრიტეს ქალაქ კამენ ნა ობში 1938 წლის 7 იანვარს; რეაბილიტირებულია 1989 წლის 30 მაისს, ალთაის მხარის პროკურატურის მიერ.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: