The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ანტონაშვილი

მიხეილ ანტონაშვილი
სხვა სახელი:მიქელ ანტონოვი
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1921  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე და პავლე მოციქულთა კათოლიკური ეკლესია, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

მიხეილ ანტონაშვილის შესახებ ცოტა რამ აღწერილი აქვს მკვლევარ ზაქარია ჭიჭინაძეს: "დონ მიხეილ ანტონაშვილი სწავლობდა ურბანო პაპის კოლეგიუმში, რომლის გათავებისას ეკურთხა მღვდლად. 1893 წელს დანიშნული იქნა ვიკარნად თფილისის მიძინების ეკკლესიისა და მასწავლებლად საქრისტიანოს მოძღვრებისა გიმნაზიებში. ხოლო ერთი წლის შემდეგ მიიღო ჩინით მანსიონერალისა კათედრალი ეკლესიისა. 1907 წელს დაინიშნა მთავარ–მოძღვრად თფილისის წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიისა და საყოველთაო ვიზიტატორად კათოლიკე ეკლესიების ამიერ და იმიერ კავკასიისა. დღემდე ეს არის პირველი ქართველი ვიზიტატორი". ზოგ ადგილას იგი მოხსენიებულია, როგორც დონ მიქაელ ანტონოვი. კვლავ ზაქარია ჭიჭინაძე წერს, რომ იგი რომში აღიზარდა და იცოდა, როგორც ევროპული, ასევე აღმოსავლური ენები: "დონ მიქაელ ანტონოვი. გორის მკვიდრთაგანი. მცოდნე ევროპიულის და აზიურის ენების, აღზრდილი რომში, რომის აკადემიის მღვთის მეტყველების კანდიდატი, კარგად მცოდნე პოლონურის ენის და სხვაფრივადაც ღირსეული მართველი თავის თანამდებობისა. იგი გახლავთ კავკასიის კათოლიკეთ ეკლესიის ვიზიტატორი. ეს პირველი მაგალითია, რომ ქართველს არგუნეს ვიზიტტორობა XIX საუკუნის განმავლობაში". ზაქარია ჭიჭინაძის კვლევებიდანვე ცნობილი ხდება, რომ მიხეილ ანტონაშვილის ძმა, ივანე ანტონაშვილიც კათოლიკე სასულიერო პირი იყო, სარატოვის კათოლიკური სემინარიის რექტორი, რომელიც 1912 წელს გარდაიცვალა. "მიხეილ ანტონოვი ძმა დონ ივანესი, სათნოდ ჩენილი მოძღვარი, სამწუხაროდ ჩვენ არც ამ მოძღვრის ცხოვრება და მოქმედების ცნობები ვიცით. იაკობ ლაზარეშვილი დონ მიხეილის შესახებ აღტაცებული იყო და ყოველთვის ქებით მოიხსენებდა. ამბობდა, რომ ესეთი სამაგალითო მოძღვარი ჩემს თვალებს არსად უნახავსო, იგი დიდათ საყვარელი მოძღვარია ეკკლესიისაო. ერთხელ წარმოუთქვამს, რომ "მე ვარ მღვდელი და მამა ჩემის მრევლის და ერისაო". გულით მტკიცე ქართველი მამულის შვილია. ძმასავებ ქართველთ საქმეებთა გულ შემატკივარი და მასთანვე მწიგნობარიც. ძმასავებ იგიც მაღალ გონიერებით არის დაჯილდოებული, სუფთას სათნოს ცხოვრებით და სამაგალითოს მოძღვრებით. იგი დღეს მსახურებს თემირხან შურის კათოლიკეთ ეკლესიაში", – წერდა ზაქარია ჭიჭნაძე. კამილიელთა ორდენის მღვდელი საქართველოში, ივანე მარტინი (მამა ნინო) წერს, რომ მიხეილ ანტონაშვილი იყო ერთ–ერთი იმ ქართველ კათოლიკე სასულიერო პირებს შორის, რომლებიც სომხური რიტით წირვის აღვლენის წინააღმდეგი იყვნენ და ლიტურგიისას ქართული ენის გამოყენებას ითხოვდნენ: "ზოგიერთი ქართველი კათოლიკეს მიერ გაგზავნილი წერილი პაპისადმი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აღარ სურდათ სომხური წესის ცნობა და სთხოვდნენ ლათინურ წესზე, ქართული ენის გამოყენებით გადასვლას. ამას კი განსაკუთრებით მხარი დაუჭირა მამა მიხეილ ანტონიშვილმა და სხვა საეროებმა, ასევე საქართველოს, უმანკოდ ჩასახების კათოლიკურმა კონგრეგაციამ მამა პეტრე ტატალაშვილისა და მამა პიო ბალიძის ჩათვლით. 1918 წლის 27 აგვისტოს, პაპს გაუგზავნეს წერილი, სადაც ქვეყნის დამოუკდიებლობის მოპოვების ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაციის გამოყენებით, პაპს სთხოვდნენ ქართული წესის აღდგენას. ამ წესში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, იგი იყო ბერძნულ-სლავურის, ბერძნულ-რუმინულისა და ბერძნულ-მნელქიტური წესების ერთობლიობა. ეს წესები ეკუთნოდა კონსტანტინოპოლურ წესს და არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, გარდა ენებისა. ისინი ასევე ითხოვდნენ თბილისში აღედგინათ ქართული კათოლიკური საეპისკოპოსოც. მათში შეტანილი იყო სახელები: მამა მიხეილ ანტონიშვილი და მამა ლაზარე გოზალიშვილი". იგი 1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის მიერ თბილისის აღებისას დაიღუპა.

წყარო: საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალება: catholic.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1907-1912)

გააზიარე: