The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა სანიკიძე-ვალაბუევა

ოლღა სანიკიძე-ვალაბუევა
Legal name:ოლღა სანიკიძე
Date of birth:1883  (142 years)
Date of death:19??
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში; მიიღო უმაღლესი განათლება; პროფესია - პედაგოგი.
1910-იან წლებში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას; 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს; 1917 წლიდან იყო თბილისის მე-2 ქალთა გიმნაზიის დირექტორი; საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; თავდაპირველად გიმნაზიის ბაზაზე ორგანიზებას უწევდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაჭრილი საქართველოს არმიის და გვარდიის ჯარისკაცების დახმარების საქმეს; შემდგომ, სავარაუდოდ იყო ქალთა "პოლიტიკური წითელი ჯვრის" წევრი; 1921 წლის აპრილში, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") ოლღა სანიკიძე დააპატიმრა პოლიტიკური საბაბით - გამოძიება ცდილობდა დაემტკიცებინა რომ იგი მოსწავლეებს უკრძალავდა კლასში "ინტერნაციონალის" შესრულებას; პატიმრობიდან გაათავისუფლეს ამნისტიის შედეგად; 1920-იან წლებში აგრძელებდა მუშაობას მე-2 გიმნაზიაში. შემდგომი ბედი უცნობია.

წყარო: საზპგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, წევრი

Share: