The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ინასარიძე

ნიკო ინასარიძე
Legal name:ნიკოლოზ ინასარიძე
Other name:ინდო ინასარი
Date of birth:20 April, 1895
Date of death:1952  (at 56 years)
Category:Writer

Biography

დაბდების ადგილი: სოფელი ჭობარეთი, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა ახალციხის გიმნაზია.

1917-1921 წლებში იყო სამხედრო სამსახურში, 1918-1919 წლებში მონაწილეობდა საქართველო-სომხეთის ომში,მესხეთ-ჯავახეთის სახალხო გვარდიის შემადგენლობაში. 1921 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა ნიკო ინასარიძე, ქართული გვარდიის წევრობის გამო დააპატიმრეს და ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ იგი 1924 წლამდე იყო პროლეტარულ მწერალთა კავშირის წევრი და შემდეგ მისი მდივანი. 1924 წელს ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის რეკომენდაციით, ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩარიცხულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1929 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, თუმცა სამშობლოში მოღვაწეობის საშუალება არ მიეცა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დახასიათების გამო, რომლითაც ის "ქვეყნისათვის არასასურველ და საშიშ პიროვნებად" იყო მიჩნეული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე შეიკრიბა საერთო ეროვნული შეხედულებების სტუდენტთა ჯგუფი (ნ. ინასარიძე, შ. ჩხაიძე, ვ. ჩოგოვაძე, ვ. ბიბილაშვილი, ა. გვენცაძე, ს. გვენცაძე, ი. სალარიძე, ფ. ნაროუშვილი, დ. გონაშვილი და სხვა), რომელიც ჩამოყალიბდა ორგანიზაციად – "ადამიანოსანი", რომლის პრინციპები ნიკოლოზ ინასარიძის მიერ იყო შემუშავებული და რომელიც ხელისუფლების მიერ არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციად იქნა მიჩნეული. "ადამიანოსანი" იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უნივერსიტეტმა ნიკოლოზ ინასარიძეს უარყოფითი დახასიათება მისცა. 1929 წლის ნიკო ინასარიძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილილიყო. მან მეუღლესთან – ნინო ინასარიძესთან და თერთმეტკაციან ჯგუფთან ერთად სამცხე-ჯავახეთიდან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და თურქეთში გადავიდა. ცხრა თვე კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერში გაატარეს, რომელსაც მამა პიო ბალიძე პატრონობდა. 1930 წლის ზაფხულში საფრანგეთში გაემგზავრნენ - ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში. პარიზში ნიკო ინასარიძემ დაარსა გაზეთი "ადამიანოსანი", ამავე სახელით გაზეთი 20-იან წლებში მისივე რედაქტორობით თბილისში გამოდიოდა. 1937 წელს გამოსცა გაზეთი "მუზარადი", ფაქტიურად "ადამიანოსანის" გაგრძელება. უსახსრობის გამო ეს გამოცემები მალე შეწყდა. 1936 წელს, პარიზში, ქართულ ენაზე გამოიცა ნიკო ინასარიძის რომანი "ჩრდილი ერთი სინამდვილისა" (L'ombre d'une vérité). წიგნში მხილებული იყო უსამართლობა და სისასტიკე, რომელიც საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოში სუფევდა. მომდევნო წლებში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა "ეროვნული თანასწორობა და უნაყოფო ყვავილი" (L'équité nationale et la fleur stérile). ქართულ ენაზე დაწერილი ფსიქოლოგიური რომანი "სულის მათხოვარი" (Le mendiant de l'âme) (ნაწილი ფრანგულადაც იყო ნათარგმნი) უსახსრობის გამო არ გამოქვეყნებულა. 1948 წელს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, კინოსტუდიის დაკვეთით ინდო ინასარმა დაწერა სცენარი "უცნაური ბედი", რომელიც წარმოებაში მიიღეს, მაგრამ გადაღებები ბოლომდე აღარ მიუყვანიათ. 1950 წელს გამოაქვეყნა რომანი "დრამა წითელ მდინარეზე", რომელიც საფრანგეთ-ვიეტნამის ომის ფონზე იყო გაშლილი და მოქმედი პირებიც ფრანგები იყვნენ. საზოგადოებამ წიგნი კარგად მიიღო. გამოაქვეყნა რამდენიმე საბავშვო მოთხრობაც. წიგნი "მშვენიერი ქუჩა", დაწერილი 1951 წელს, არ გამოქვეყნებულა. ნიკოლოზ ინასარიძეს მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა. მისი ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი დაცულია საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. მეორე მსოფლიო შემდეგ საბჭოთა კავშირის მთავრობამ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. ინდო ინასარის სამშობლოში დაბრუნებას ემიგრაციაში მცხოვრები მეგობრები საშიშად თვლიდნენ. 1947 წლის აგვისტოში ქართველ ემიგრანტთა 55 კაციან ჯგუფთან ერთად ინდო ინასარი ცოლ-შვილით სამშობლოში დაბრუნდა. 1951 წლის 26 დეკემბერს ნიკოლოზ ინასარიძე ოჯახით, სხვა ათასობით ქართველთან ერთად, ყაზახეთის უდაბნოში გადაასახლეს. 1952 წლის მარტში იგი თბილისში მარტო დააბრუნეს, მისივე საქმის განხილვაზე დასასწრებლად. ერთი თვეში გადასახლებაში მეუღლეს და შვილს აცნობეს, რომ ნიკოლოზ ინასარიძემ თავი მოიკლა. როგორც ირკვევა, დაიღუპა ჩეკისტების მიერ წამებისას. მწერლის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. 1954 წელს ნიკოლოზ ინასარიძე რეაბილიტირებული იქნა. ნიკოლოზ ინასარიძის ვაჟი, ხვედრი ინასარიძე არის საქართველოში ალგებრული სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მწერლის შვილიშვილი ნიკო ინასარიძე არის მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე: old.sknews.ge

Bibliography

  • სიკვდილთან : მოთხრობა (ქართული პუბლიცისტური წერილები. წინასიტყვაობის ავტორი ხვედრი ინასარიძე) (Author). - თბილისი, 2004

Share: