The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ოკუჯავა

მიხეილ ოკუჯავა
დაბადების თარიღი:1971  (54 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს.

1994-1996წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ნერვულ სნეულებათა კათედრა, ორდინატურა; 2000 წლიდან - ექსპერმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2001წწ. - აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან - შპს "ჯეოსვის" დიაგნოსტიკი, რადიოლოგი; 2005-2006წწ. - სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დოცენტი; 2007 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის განყოფილება, ნეირორადიოლოგიის მოდულის ლოკალური ხელმძღვანელი; 2010 წლიდან - აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი, ნეირორადიოლოგიისა და ნეირომეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი; მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: ჩიკაგო (აშშ), ვენა (ავსტრია), ციურიხი (შვეიცარია), ლონდონი, ედინბურგი (დიდი ბრიტანეთი) და სხვ. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაფანტული სკლეროზის სხვადასხვა მიმდინარეობის ვარიანტების კლინიკური და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის მონაცემების კორელაცია", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საფეთქლის წილის ეპილეფსიის პოლიმორფიზმის სტრუქტურული და ფუნქციური დეტერმინანტები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.357; აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი: toduaclinic.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • კლინიკური ნევროლოგია : სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, ექიმებისთვის (თანაავტორი). - თბილისი, კალიქსი, 2009. - 246გვ.. - ISBN: 9789941019043

გააზიარე: