The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პელაგია ნაცვლიშვილი

Other name:პელაგია ნაცვალოვი
Date of birth:1853
Date of death:31 May, 1878  (at 25 years)
Burial location:ქ. ციურიხი, შვეიცარია
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პელაგია ნაცვლიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი ქალი და ქართველ ქალთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ფეფო ელიოზიშვილთან, კეკე მელიქიშვილთან და მარიამ წერეთელთან ერთად სასწავლებლად შვეიცარიაში გაემგზავრა. ეს იყო ნიკო ნიკოლაძის მცდელობის შედეგი, სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ თბილისისა და ქუთაისის ქალთა სასწავლებლების საუკეთესო მოსწავლეები განათლების მისაღებად ევროპაში გაეგზავნათ; მისი დამსახურებით ამ პერიოდში არაერთი სტუდენტი გააგზავნეს ევროპაში სასწავლებლად. პელაგია ნაცვლიშვილი 1871-1878 წლებში ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, ამ პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ქართველ სტუდენტთა საზოგადოება "უღელის" საქმიანობაში, რომელიც ქართველმა სტუდენტებმა ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სერგეი მესხის ხელმძღვანელობით დააარსეს. 1875 წელს პელაგია ნაცვლიშვილი ციურიხში რამდენიმე სემესტრი ფილოსოფიის ფაკულტეტზეც სწავლობდა. მან, რომელიც ევროპაში სასწავლებლად ოჯახთან ერთად იყო ჩასული, უსახსრობის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და შვეიცარიაში ექიმად დაიწყო მუშაობა, სადაც იგი ტუბერკულოზით დაავადდა და 1878 წლის 31 მაისს გარდაიცვალა. პელაგია ნაცვლიშვილი დაკრძალულია ციურიხში. 1878 წლის გაზეთი "დროების" N138 (12 ივლისი), გამოქვეყნდა პ. ნაცვლიშვილის ნეკროგი: "მაისის თვრამეტს გარდაიცვალა ციურიხში ყველა მისი ნაცნობის დიდად სამწუხაროდ პელაგია ნაცვალოვი. ამ ქალმა ადრე გაიგო ქალების საზიზღარი დამოკიდებული მდგომარეობა და გადაწყვიტა ან თავი დაახწიოს ამ მდგომარეობას და ან თან გადაჰყვეს. ამ აზრით წავიდა ის ამ ექვსი წლის წინათ სამზღვარ გარეთ და ყველა მისი ნაცნობები დაამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული ენერგიით მიჰყო სწავლას ხელი. ერთხელ ერთმა დაახლოვებულმა ნაცნობმა უთხრა იმას ჩემო, (მიცვალებულს ასე ეძახოდნენ), რა კი აგრე გულით და სულით მოგინდომებია სწავლის შესრულება პატარა ხანს მაგ შენს გულკეთილობას მოუკელი, მატერიალურად სხვებს კი ნუ ეხმარები, შენსავ თავს დაეხმარე. ჯერ შენს მიზანს მისწვდი და მერე გააკეთე რაც კეთილი საქმე გინდოდეს. აი იმან რა უპასუხა ეს იმას ემსგავსება, რომ ვინმემ თქვას ჯერ სხვებს გავქურდავ, გამდიდრდები და მერე გაჭირვებულებს დავეხმარები. არა ჩემო მეგობარო, მე მატერიალური ნაკულევანება არ მაშინებს, იმდენი ყოველთვის მაქვს, რომ კუჭის ცარიელობამ სწავლაში არ დამაპრკოლოს და თუ ყველაგვარ შეძლებას მოკლებული ვარ ეს უფრო გულ-და-გულ მამუშავებს, რომ ჩქარა ჩემი სწავლით მეტი შევიძინო და მეტის გაკეთებაც შემეძლოს". პირველი ქართველი ექიმი ქალი.

წყარო: ქალთა ემანსიპაცია საქართველოში: XIX - XX საუკუნეები: issuu.com (გვ.37-38)


Share: