The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფარი-ხანუმ სოფიევა

ფარი-ხანუმ სოფიევა
Legal name:ფარიხან სოფიევა
Date of birth:1884
Date of death:1953  (at 69 years)
Burial location:სოფელი ყარაჯალარი, გარდაბნის რაიონი
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყარაჯალარი, გარდაბნის რაიონი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში გარდამავალმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმა დაიწყო, რომელიც მიმდინარეობდა მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხოლო საქართველოში რეალური ვითარება არ შეიცვალა იქამდე, სანამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევამ 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თავის მშობლიურ რეგიონში დაამარცხა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი და გახდა ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი. ტფილისის მაზრაში ბოლო არჩევნები ყარაიაზის ოლქში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა აზერბაიჯანული მოსახლეობა იყო. მოულოდნელად, წამყვანი პარტიების - სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების, "ჰუმმეთის", ეროვნულ-დემოკრატებისა და ესერების კანდიდატების ჭიდილში უპარტიო კანდიდატმა, აზერბაიჯანელი ეროვნების მუსლიმმა ქალმა ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევამ პროპორციულ სიებს აჯობა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან, რასაც მაშინდელი პრესა დიდი სიხარულით შეხვდა. ცნობილია, რომ ერობის წევრობისას მან მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას მიაღწია; ბანკიდან აღებული სესხით, სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა. 1921 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ეროვნული კრების წევრების ქონება დაყადაღდა. საბჭოთა რეპრესიების დროს მისი 8 ძმიდან 5 დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს. ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევა 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. პირველი არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატი მსოფლიოში. 2018 წლის ივნისში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევას მემორიალი გაიხსნა.

წყარო: თანასწორობის რეპორტიორი: coe.int; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი:  smr.gov.ge


Share: