The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი მახარაშვილი

ალექსი მახარაშვილი
Date of birth:28 April, 1970
Date of death:4 September, 2020  (at 50 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს; თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატურა ქირურგიის სპეციალობით 1996 წელს; 1998–2001 წლებში სწავლობდა ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში.

2003–2009წწ. იყო მოსკოვის კლინიკა "Медана XXI Век"-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზირებული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი; 2009–2018წწ. მოსკოვის მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, "МакаМед"-ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების პლასტიკური ქირურგი; 2005–2018წწ. თმის გადანერგვის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ის წამყვანი ქირურგი და დირექტორი; 2015–2020წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი სპეციალობაში "თმის აუტოტრანსპლანტაცია"; 2018–2020წწ. კლინიკა "დეამედი"-ს წამყვანი ქირურგი და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი; 2009 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. არის ერთი საავტორო უფლების, ორი გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: კლინიკა "დეამედი": web.archive.org

Member of Organizations

  • აშშ-ის თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოება (GSHR), პრეზიდენტი
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება (GeoPRAS), წევრი

Share: