შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარო კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი. აქტიურად მუშაობდა აჭარაში, ქობულეთის მხარეში კოოპერაციული მოძრაობის განვითარებისთვის; იყო ქობულეთის პირველი ქართული სკოლის პედაგოგი 1910-იან წლებში; 1921 წლიდან ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული; 1923 წელს საბჭოთა რეჟიმმა ციმბირში გადაასახლა, სადაც განაგრძობდა აქტიურ მუშაობას გადასახლებული ქართველი პოლიტპატიმრების კოლონიებში და ორგანიზებას უწევდა მათი დახმარების ქსელს; ამ დროიდან მოყოლებული მუდმივად უგრძელებდნენ გადასახლების ვადას და გზავნიდნენ სხვადასხვა მხარეებში; 1936 წლის 6 აპრილს, მორიგი გადასახლებისას, დააპატიმრეს ქალაქ კამენნა ობში; 21 სექტემბერს კი ალთაის მხარის შინსახკომის განსაკუთრებლმა სათათბირომ 5 წლით გადაასახლა ტურუხანსკის მხარეში; 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს, კვლავ დააპატიმრეს ხაკასიის ავტონომიური ოლქის სოფელ შირაში (1938 წლის 15 თებერვალს); 1938 წლის 5 აპრილს კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") მარო კალანდაძეს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 11 მაისს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია: 1989 წლის 17 ნოემბერს - კრასნოიარსკის მხარის პროკურატიურის მიერ, 1989 წლის 23 აპრილს - ალთაის მხარის პროკურატიურის მიერ. კოოპერატორი. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |