ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვერონიკა ჩხეიძე
დაბადების თარიღი: | 19 მაისი, 1909 |
გარდაცვ. თარიღი: | 2 ივლისი, 1986 (77 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ჰუმანიტარი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. პეტროგრადი.
მან ბავშვობა გაატარა პეტროგრადში, ტფილისსა და ფუთში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ჩხეიძეების ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს; პეტროგრადში ცხოვრება უფრო და უფრო რთულდებოდა; ნოემბერში, ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ოჯახმა დატოვა პეტროგრადი და თბილისს მიაშურა; საქართველოში ოჯახი ცხოვრობდა 1919 წლის იანვრამდე - შემდეგ, კარლო ჩხეიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგით გაემგზავრა პარიზის საზავო კონფერენციაზე; ალექსანდრა და ვერონიკა მასთან ერთად გადავიდნენ დროებით საცხოვრებლად პარიზში; გარკვეული ხნის შემდეგ დედა-შვილი საქართველოში დაბრუნდნენ; 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების გამო კარლო ჩხეიძის ოჯახი კვლავ საფრანგეთში ემიგრაციაში გაემგზავრა; 1922 წლის ზაფხულიდან ოჯახი ემიგრანტული მთავრობის მიერ შეძენილ ლევილის მამულში დასახლდა; ვერონიკამ სწავლა დაიწყო კერძო პანსიონში; სწავლა განაგრძო საბუღალტრო პროფესიის ათვისებისათვის; შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებში; 1940-იანი წლებიდან ვერონიკა კვლავ დაუახლოვდა ქართული ემიგრაციის წრეებს; ვერონიკა ჩხეიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ პარიზში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|