Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაისა ქარაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის საცდელ სადგურში უფროს მეცნიერ მუშაკად; 1974 წლიდან მუშაობდა ციტრუსების განყოფილებაში, სადაც ხელმძღვანელობდა გრეიფრუტისა და თურინჯის ჯგუფს; 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის გრეიფრუტისა და თურინჯის მსოფლიო კოლექციის კატალოგის, წიგნის "გრეიფრუტი და თურინჯი სსრკ-ში" და განყოფილებისა წიგნში "საბჭოთა კავშირის კულტურული ფლორა; მონაწილეა თურინჯის დარაიონებული ჯიშის - "ხეთურის" გამოყვანის და ავტორია ციტრუსების 6 ახალი ჯიშისა; 1959-1963წწ. იყო გალის საქალაქო საბჭოს ორი მოწვევის და 1975-1987წწ. გულრიფშის სადაბო საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი; გულრიფშის რაიონის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება "წმინდა ნინოს" თავმჯდომარე; 1991 წლის 29 ნოემბერს კენჭს იყრიდა გულრიფშის რაიონის №49 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად; იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის დეპუტატი; მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: scara.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |