შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ სულხანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1975წწ. - ქ. ტამბოვის საოლქო საავადმყოფო, ექიმ-ქირურგის ინტერნატურა; 1975-1976წწ. - ქ. მოსკოვის მე-5 საქალაქო საავადმყოფო, ექიმი ონკოლოგი; 1976-1979 წწ. - ასპირანტურა, ტრანსპლანტოლოგიისა და ხელოვნური ორგანოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ქ. მოსკოვი; 1983-1984წწ. - ქ. პრაღა, ბრნოს საუნივერსიტეტო კლინიკა; 1985-1986წწ. - ქ. თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, ხელოვნური თირკმლის განყოფილების გამგე; 1986 წლიდან - უროლოგიის ეროვნული ცენტრი, წამყვანი სპეციალისტი. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლის ფუნქცია ხელოვნური გულის მუშაობისა და ინპლანტაციის დროს", დაიცვა 1980 წელს (ქ. მოსკოვი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "ობსტრუქციული უროპათიის დროს თირკმლის ფუნქციის აღდგენის სტიმულაცია", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.366; უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |