შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია ნინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1996წწ. იყო რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; კინოში მისი დებიუტი შედგა რვა წლის ასაკში, ციცინოს როლი შეასრულა გიორგი დანელიას კომედიაში "არ იდარდო!" (1968 წელი, პრემიერა 1969 წელი); 1976 წელს გახდა პოპულარული საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - ბრწყინვალედ ითამაშა დენის ფლორინის როლი ლეონიდ კვინიხაძის სატელევიზიო მუსიკალურ კომედიაში "ზეციური მერცხლები"; მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი და დასამახსოვრებელი როლი თეატრში, ასევე კინოში; ფილმოგრაფიიდან საინტერესეოა, შემდეგი როლები: "არ იდარდო!" (1968) - ციცინ, "ვერის უბნის მელოდიები" (1973) - თამრო, "პირველი მერცხალი" (1975) - ელენე, "მშობლიურო ჩემო მიწავ" (რაიკომის მდივანი) - სალომ, "ცრემლები ცვიოდა" (1982); "აქედანა და შენამდე" (1984); "მონანიება" (1985), "ოპერაცია ვუნდერლანდი" (1988), "ომი ყველასათვის ომია" (1990); ტელესერიალები: "უბრალო ჭეშმარიტებანი" (1999); "გამოსათხოვარი ექო" (2004); "მაძებარი ლიცენზიის გარეშე" (2007); "ბერიაზე ნადირობა" (2008), "წყნარი საგუშაგო" (2011 ). 1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მუშაობდა თეატრ–კაბარე "ღამურაში"; 2000 წელს სცენაზე მიღებული მძიმე ტრავმის (პრემიერის რეპეტიციის დროს მსახიობს 300 კილოგრამიანი ნაკრები დაეცა) შედეგად იძულებული გახდა სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა; იგი ღებულობს მონაწილეობს სატელევიზიო პროგრამებში, კონკურსებში, ფესტივალებში და სერიალებში. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge; Кино-театр.ру: archive.is ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |