შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ აფციაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების (მხატვრული მინა) სპეციალობით 1976 წელს. 1977-1979წწ. მუშაობდა მცხეთის კერამიკულ კომბინატში მთავარი მხატვრის პოზიციაზე (გაერთიანება "სოლანი"); 1977 წელს საქართველოს კინოსტუდიაში მულტიფიკაციური ფილმების მხატვარ-შემსრულებლად (მულტფილმი - "ყველაზე გემრიელი"; მთავარი მხატვარი ე. კალანდაძე); 1986-1986წწ. თბილისის 161-ე საშუალო სკოლაში ხატვის მასწავლებლად; 1998-2002წწ. "დილის გაზეთის" მხატვარი იყო; 1993 წლის გაზაფხულზე და ამავე წლის სექტემბერში ხელოვანი მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში (მოხალისე მებრძოლი), სადაც შექმნა მეომართა პორტრეტებისა და ჩანახატების მთელი სერია; მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ფერწერა - "სოფელი იდუმალა" (1970), "მარიამის პორტრეტი" (1974), "აღმოსავლური მოტივი" (1990), "იარებოდა დედაი" (1990), "უბისის ანგელოზი" (1992), "გამოცხადება" (1993), "წყალკურთხევა" (1993), "კლეოპატრა" (1994), "ტაძარი" (1994), "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!" (1995), "ადამი და ევა" (1995), "ბავშვობა" (1995), "ავტოპორტრეტი" (1998), "შეთქმულება" (2000), "საიდუმლო სერობა" (2001), "მწუხარება. აღმოსავლელი ქალები" (2002), "გიორგის პორტრეტი" (1980), "მაცხოვარი" (2000), "ნოდარი და მარიამი" (2001), "მთები. დაისი" (2002), "ნატურმორტი მსხლებით" (2002), "ვაჟა-ფშაველა" (2015) გრაფიკა - "მარიამის პორტრეტი" (1987), "ფუფალა" (1991), "რემედეოსი" (1992), "საშა იოსელიანის პორტრეტი" (1992), "მხატვარი" (1994), "ვედრება" (1997), "მაჭანკალი" (2007), "2008 წლის 8 აგვისტო" (2008), "ნიუ" (2010), "აღდგომის ანგელოზი" (2013), "შემოდგომის გაზაფხული" (2014), "მფარველი ანგელოზი" (2015); აფხაზეთის ომის მეომართა პორტრეტები და ჩანახატები (აჩადარა, 1993 წლის აპრილი); მხატვრულად აქვს გაფორმებული ათობით წიგნი; ქანდაკება - "ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი" (1979), "ქალიშვილის პორტრეტი" (1981), "გაზაფხული" (1982), "ბუტია" (2012), "ნიუ" (2015). გამოფენებში მონაწილეობს 1973 წლიდან. 2004 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აფხაზეთის ომის მონაწილე მხატვრების გამოფენა გაიმართა, სადაც ნოდარ აფციაურის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. მხატვრის პერსონალური გამოფენები მოეწყო: 1998 წლის 23-28 ნოემბერს "საქართველოს ოფიცერთა სახლში"; 2017 წლის 18-31 იანვარს კი გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრის საგამოფენო დარბაზში "Ars Georgica". ნოდარ აფციაურის ნამუშევრები ინახება მხატვრის ოჯახში, კერძო კოლექციებში, მრავლადაა გატანილი საზღვარგარეთ (რუსეთი, თურქეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აშშ-ში). ნოდარ აფციაურის შემოქმედება მოიცავს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს - ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა (დაზგური და წიგნის გრაფიკა, საჟურნალი-საგაზეთო კარიკატურა, ექსლიბრისი), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება (მინა, კერამიკა, ხისა და ლითონის დამუშავება). წყარო: ნოდარ აფციაურის პერსონალური გვერდი: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |